კომპანია

კომპანია
Your Technology partner for software innovations and market-leading solutions

ვინ ვართ
ჩვენ შესახებ

უახლესი ინტერნეტ ტექტნოლოგიების ეპიცენტრში კომპანია შ.პ.ს. 'ჯიტიენ ტექნოლოჯიქს' - დაარსდა მხოლოდ რამოდენიმე წლის წინ და მან უკვე ჰპოვა ფართო აღიარება ინტერნეტ მომხმარებლებსა და ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს შორის.

კომპანია წარმოადგენს აშშ კორპორაცია Tulix Systems Inc. -ის შვილობილ კომპანიას www.tulix.com, რომელიც აშშ ინტერნეტ ბაზარზე წარმატებულად მოღვაწეობს 1994 წლიდან. ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა იმით არის გამოწვეული, რომ კორპორაცია Tulix Systems Inc. დაარსდა და იმართება ჩვენი თანამემამულეების მიერ, რომლებიც ჩვენთან ერთად მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველოში დაინერგოს ყველაზე თანამედროვე და მოწინავე ინტერნეტ ტექნოლოგიები.

ჩვენი კომპანიის მომსახურება მოიცავს მეტად ფართე არეალს - დაწყებული ინტერნეტის მუშაობისათვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებით, მაღალი ხარისხის ჰოსტინგ სერვისის განხორციელებით, ქსელის ადმინისტრირებით, ქსელის მართვით, ვებ დიზაინის მომსახურებით, დამთავრებული რთული ინტერნეტ აპლიკაციების შექმნით, ინტერნეტ სფეროში მარკეტინგული კვლევებითა და ზოგადად IT კონსალტინგით.

კომპანიის მომსახურებით სარგებლობენ როგორც სამთავრობო ორგანიზაციები, მსხვილი საწარმოები, აგრეთვე საშუალო და მცირე ზომის ორგანიზაციები. ყოველივე ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ სრულად გვაქვს გათვიცნობიერებული ყველა ინტერნეტ მოთხოვნილებები და ვფლობთ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს ამ დარგში, რადგან ჩვენი კომპანია მუდმივად იმყოფება 'თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიების ეპიცენტრში'.